„უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის თანამებრძოლებისგან მივიღეთ“, - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
ელჩმა თავი შეიკავა, ამ ეტაპზე დაესახელებინა გარდაცვლილის სახელი და გვარი.
„ირპენთან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე. მისი ცხედარი კიევში, პროზექტურაშია გადასვენებული და ჩვენ დაწყებული გვაქვს ყველა შესაბამისი მოქმედება გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსასვენებლად“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
უკრაინაში, ქალაქ ირპენში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა.