logo_geo
eng_logo
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში დაანონსებული გამკაცრებული კომენდანტის საათი გაუქმდა
- +

26 მარტი. 2022. 17:28

 

 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევსა და კიევის ოლქში დაანონსებული გამკაცრებული კომენდანტის საათი გაუქმდა.

 

„ახალი ინფორმაცია სამხედრო სარდლობისგან. კიევსა და ოლქში კომენდანტის საათი ხვალ დღის მეორე ნახევარში არ ამოქმედდება. კომენდანტის საათი კი აქამდე მოქმედი სახით შენარჩუნდება - 20:00 საათიდან 07:00 საათამდე. დედაქალაქსა და ოლქში გადაადგილება კვირა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს კლიჩკო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner