logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა
- +

26 მარტი. 2022. 17:47

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი. ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების პირისპირ გამართული პირველი შეხვედრაა.

 

ჯო ბაიდენი პოლონეთში 25 მარტს ჩავიდა. როგორც მოსალოდნელია, დღეს ის სიტყვით გამოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner