აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი. ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების პირისპირ გამართული პირველი შეხვედრაა.
ჯო ბაიდენი პოლონეთში 25 მარტს ჩავიდა. როგორც მოსალოდნელია, დღეს ის სიტყვით გამოვა.