logo_geo
eng_logo
რუსმა სამხედროებმა ლვოვი დაბომბეს
- +

26 მარტი. 2022. 19:51

 

 

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ მეტი დეტალი არ დააკონკრეტა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაავრცელონ ფოტოები ან ვიდეოები სარაკეტო თავდასხმის შემთხვევის ადგილიდან და დარჩნენ თავშესაფრებში.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ლვოვის საკრებულოსა და გუბერნატორზე დაყრდნობით კი იუწყება, რომ სამიზნე სავარაუდოდ, საკომუნიკაციო კოშკი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner