„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ახლახანს დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან!!!
მომიბოდიშეს და მითხრეს, რომ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტთან გაუქმებულია!!!
მე ვიკითხე შეხვედრის გადადების მიზეზი, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე!" - წერს ტომარაძე.