logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ევროპული მოდელით აზროვნება და ოპერირება გულისხმობს იმას, რომ ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს ოპოზიციის აქტიური ჩართულობით
- +

26 მარტი. 2022. 21:05

 

 

რომელი ინიციატივა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ის არ იყო მხოლოდ პოლიტიკური დესტრუქციაზეორიენტირებული - ასეთი მე არ მახსენდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა, რომ მოაჩვენონ მოსახლეობას, რომ საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინასთან მიმართებაში და .. ისინი ცდილობენ ილუზიები შექმნან. მონდომება და სურვილიც არ აქვთ, მიუხედავად მათი განცხადებებისა, რომ როგორი მოწადინებულები არიან და ამაში ხელისუფლება ხელს როგორ უშლით, ეს ტყუილია. ერთი კითხვა ხომ მაინც შეიძლებოდა დაესვათ, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ყველა განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობა ხელისუფლებას კარგად ესმის.

ევროპული მოდელით აზროვნება და ოპერირება გულისხმობს იმას, რომ ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს ოპოზიციის აქტიური ჩართულობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს სათანადოდ პასუხისმგებლობიანი საიმისოდ, რომ ჩართული იყოს კონკრეტული საკითხების მომზადებაში “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner