logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მთავრობის შეცვლის სურვილზე მეოცნებე სააკაშვილს ავიწყდება, რომ მრავალი გაზაფხულის ციხეში გატარება მოუწევს
- +

26 მარტი. 2022. 21:07

 

 

„რამდენიმე დღის წინ პატიმარმა სააკაშვილმა, ე.წ. გაზაფხულის გეგმებზე ისაუბრა, გეგმებზე რომლებიც შეუსრულებელ მისიად დარჩება. მთავრობის შეცვლის სურვილზე მეოცნებე სააკაშვილს ავიწყდება, რომ მრავალი გაზაფხულის ციხეში გატარება მოუწევს!“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის ყველა პატრიოტის გაერთიანების დროა და არა ქიშპობის. მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მუდამ მუქარის შემცველი განცხადებები ისმის, რაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიუღებელია:

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის დავიწყება დააჩქარა. დღეს არათუ დასავლურ სამყაროს, არამედ ნაციონალურ მოძრაობაშიც კი არ ახსოვთ სააკაშვილი, რადგან მისი დროსა და სივრცეში აცდენილი განცხადებები პარტიისთვის ტვირთია. ადრე პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებდა, შემდეგ უთხრა არ დატოვოთ პარლამენტი, მანდ მჭირდებითო, ახლა კი ორივე მოწოდება გააერთიანა - „არ მოგიწოდებთ პარლამენტის დატოვებისკენ მაგრამ პარლამენტარობანას თამაშს შეეშვითო“. თვითონ არ იცის რა უნდა, სხვას კი ჭკუას ასწავლის. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის გაზაფხული საქართველოში არასდროს დადგება, რადგან ხალხი თეთრს და შავს კარგად ხედავს. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის სწორ პოლიტიკას უცხოელი პარტნიორებიც აღიარებენ. დრომ აჩვენა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები მართებული იყო. დღეს ქვეყნის ყველა პატრიოტის გაერთიანების დროა და არა ქიშპობის. ოპოზიციის მხრიდან კი მუდამ მუქარის შემცველ განცხადებებს ვისმენთ, რაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიუღებელია“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner