ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დავიღალე!
რაც უკრაინაში ეს ამბები დაიწყო, ვიღაც ქარაქუცა მოპოლიტიკანო ელემენტები ქათველებს თითქმის ყოველდღე გვეკითხებიან:
არ გრცხვენიათ?!
ძირითადად უკრაინიდან გვამუნათებენ, ზოგს უკრაინული გვარი აქვს, ზოგს ქართული, ზოგს რუსული. ისინი ირონიული გამომეტყველებით რუსულად გვიკითხავენ მორალს. თურმე ჩვენ ვალდებულნი ვართ, დედამოტ...ნულ რუსეთს გავუხსნათ მეორე ფრონტი, ამ გაცოფებულ იმპერიას შევაწყვიტოთ ჩვენი შვილები, დავანგრევინოთ და გადავაბუგინოთ ის, რაც ძლივს მოგვიხლაფორთებია, ძლივს აგვიშენებია!
თურმე ქართველებს უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი ხელისუფლების გამო, რომელიც რუსეთს ღიად არ უცხადებს ომს და როგორც უკრაინის ქალაქებში, ასევე თბილისშიც არ ცვივა ბომბები!
ხალხო!
ჩვენ ყოველდღე გვეკითხებიან და თან დაგვცინიან, არ გრცხვენიათო?
თან მორალს გვიხსენებენ... თქვენი ხელისუფლება ამორალურად იქცევაო. რატომ? იმიტომ, რომ ცეცხლში არ გახვია ქვეყანა!
მე არ მინდა ომი... აღარ მინდა!
გამოდის, მეც ამორალური ვარ! ყველა ქართველი ამორალურია! საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ომი არ უნდა, ამორალურია!
ჰმ... არ გრცხვენიათო?
მაშინ, როცა აქედან გამოქცეული კრიმინალები შეიფარეთ, ძებნილები თანამდებობებზე დანიშნეთ და უკრაინიდან ჩვენს ქვეყანას არ ასვენებთ, ისევ ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს? გამაგებინეთ, ეს რანაირი გაგება, ადათი და სამართალი გაქვთ, ეს რანაირი მეგობრობაა?!
ცალმხრივი არც მეგობრობა ვარგა, არც ნათესაობა, არც ძმაკაცობა, არც მეზობლობა, არც არაფერი!
გარდა ამისა... ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, თითქოს მაგისი დრო არ არის, მაგრამ გვაიძულებთ, ვთქვათ: 2008-ში რომ დაგვანგრიეს და ჩაგვხოცეს, სად იყავით, სად ეყარენით? ააა... კონცერტებს მართავდით და დაგვცინოდით, ხომ? თქვენი მასხარა პრეზიდენტი ჩვენს დროშას შეურაცხყოფდა, ხომ? ახლა უნამუსოდ გვპასუხობთ, მაშინ ის პრეზიდენტი არ იყოო. პრეზიდენტი ნუ იყო, ადამიანი ხომ იყო, ეგ ჩემის გადანგრეული?!
არც მე ვარ პრეზიდენტი, გამოვიდე და ვიღლიცინო?!
ჩვენი მოსახლეობის 80% არის ხელისუფლების მხარეს!
ჩვენი მოსახლეობის 80%-ს არ უნდა ომი!
ვისაც უნდა, ისინი არიან ავანტიურისტები, ისინი ქვეყანას უბედურებაში ჩაითრევენ და ეგრევე გაიპარებიან ,,ჩერეზ'' წითელი ხიდი!
ჩვენ არავისი ვალი არ გვაქვს!
30 წლის განმავლობაში საკმაო სისხლი და მსხვერპლი გავიღეთ. აღარაფერს ვამბობ საუკუნეების წინანდელ მსხვერპლსა და უბედურებაზე. გვეყოფა!
ჩვენ ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი მეთოდებით, სხვა გზა არ გვაქვს, ვერ ავყვებით ავანტიურისტ გიგაურებს, სააკაშვილებსა და სხვა მანქურთებს, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულან. ამიტომაც არ მიკვირს, რაც ამ ქვეყანაში ხდება!
ძალიან ვწუხვარ და განვიცდი... არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ასეთი რამ ხდებოდეს, მაგრამ უკაცრავად, მე პირადად ძალიან დავიღალე თავის მართლებით!
ისა და... ქარაქუცა ელემენტებო, ამდენი გაცვეთილი განდონი რომ გიზით ხელისუფლებაში, არ გრცხვენიათ?!
ამ სისხლისგან დაცლილ 3-მილიონიან ქვეყანას რომ მეორე ფრონტის გახსნას სთხოვთ, არ გრცხვენიათ?!
აშკარად ჩანს, რომ არ გრცხვენიათ, მაგრამ ჩვენ უკრაინელ ხალხს მაინც პატივს ვცემთ, განზე არ გავდგებით. დანარჩენი კი თქვენი მორალის საქმეა!
ისე, კიდევ ერთხელ უნდა ვიკითხო: ამდენი უნამუსო გამოხტომის შემდეგ მართლა არ გრცხვენიათ?!”-წერს გელა ზედელაშვილი.