პოლონეთში ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ერთ-ერთმა ქალმა ჯო ბაიდენს მოუყვა, რომ პოლონეთში ქალიშვილთან ერთადაა, მისი ქმარი და შვილი კი სამშობლოში დაბრუნდნენ და ომში არიან.
მანამდე თეთრი სახლის ლიდერი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.