logo_geo
eng_logo
გიორგი ანთაძე: ის, რომ დღეს ჩვენ ყველა აღფრთოვანებული ვართ უკრაინის წინააღმდეგობითა და სიმტკიცით, ნატოს ძალიან დიდი დამსახურებაა
- +

26 მარტი. 2022. 22:26

 

 

პუტინი მეტნაკლებად დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთი, მთელი იმ წინააღმდეგობის გამო, რაც დასავლეთში მოხდა, ვერ შეძლებდა იმდაგვარ მობილიზაციას, რაც მან რეალურად აჩვენა,” - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ის, რომ დღეს ჩვენ ყველა აღფრთოვანებული ვართ უკრაინის წინააღმდეგობითა და სიმტკიცით, ნატოს ძალიან დიდი დამსახურებაა. ვგულისხმობ არა უშუალოდ ომის დროს მიწოდებულ ტექნიკას - 2015 წლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის ძალები რომ თვისობრივად სხვა საფეხურზე ავიდა, ამაში დასავლეთის წვლილი ძალიან დიდია“, - განაცხადა ანათაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner