საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, საქართველოს პრეზიდენტისა და ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის გაუქმების შესახებ განმარტება გააკეთა:
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება," - განაცხადა ანა დოლიძემ.