logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა
- +

26 მარტი. 2022. 22:27

 

 

ჯო ბაიდენმა ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს „ყასაბი“ უწოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ლტოლვილების დანახვის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პუტინი „ყასაბია".

ეს წარმოუდგენელია. როდესაც ამ პატარა ბავშვებს ხედავ, უბრალოდ გინდა, ჩაეხუტო და უთხრა, მადლობა. თითოეულმა ამ ბავშვებიდან თქვა მსგავსი რამ - „ილოცეთ ჩემი მამისთვის, ან ბაბუისთვის ან ძმისთვის, რომელიც იბრძვის“. მე მახსოვს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვინმე ომის ზონაში გყავს“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner