logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათთვის საქმე და ქვეყნის ინტერესი მეორე ხარისხოვანია, თუ ისინი ხელისუფლებაში არ იმყოფებიან
- +

26 მარტი. 2022. 23:43

 

 

უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ოპოზიცია და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობამოწადინებული არ არის, რომ რეალურად საქმიან პროცესში ჩაერთონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მათთვის საქმე და ქვეყნის ინტერესი მეორე ხარისხოვანია, თუ ისინი არ იმყოფებიან ხელისუფლებაში. ეს სამწუხაროდ რეალობაა, რომელთანაც შეგუება პირველ რიგში მათ არ უნდათ. პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია ნიშნავს იმას, რომ იმ 4 წლის განმავლობაში, ვიდრე ეს პერიოდი გაქვს განსაზღვრული, სრულიად უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულება უწევს ამ ხალხს, მაგრამ ამაზე უარს ამბობენ, იმ ერთ წელზეც არაა ლაპარაკი, რომელიც ტყუილად გაფლანგეს, როდესაც საერთოდ ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს. ახლა თვითონ ვეღარ ხსნიან რისთვის გაფლანგეს ეს პერიოდი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner