logo_geo
eng_logo
ლუგანსკში უკრაინელი ოპერატორი დაიღუპა
- +

27 მარტი. 2022. 11:30

 

 

ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი ოპერატორი და ფოტოგრაფი ლვოვიდან იური ოლეინიკი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„ლუგანსკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საომარი მოქმედებების დროს მოკლეს ლვოვის ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი, Channel 24-ის და ZAXID.NET ვებსაიტის თანამშრომელი იური ოლეინიკი.  ის 39 წლის იყო“, - აღნიშნულია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ოლეინიკი 23 მარტს აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner