logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ომში ჩასათრევად
- +

27 მარტი. 2022. 13:29

 

 

„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც“, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის თანახმად დანილოვი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს უკრაინას დიდად დაეხმარება.

 

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც მიუღებელი და შოკის მომგვრელია.

 

„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდ ხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკის მომგვრელი. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დანილოვს კი მეტ წინდახედულობას და რაციონალურობას. საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები სრულად ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათი უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. და არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ამ ყველაფერს“, - წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner