logo_geo
eng_logo
ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

27 მარტი. 2022. 19:02

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შენობას შეეცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები და შესასვლელი კარი. ამჟამად მიმდინარეობის კედლების და ჭერის ლესვა, ასევე იატაკის მოსწორება.

 

პროექტს  შპს „მეტალ+“ ახორციელებს, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 779 899 ლარით ფინანსდება. კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

 

„მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია 2022 წელს კვლავ პრიორიტეტულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო სამთავისის საბავშვო ბაღშიც და პროცესი გაგრძელდება მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის სრულ რეაბილიტაციამდე“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner