logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მეორე ფრონტის გახსნა თუ გინდათ, გადაკეტეთ გაზსადენი უკრაინის ტერიტორიაზე!
- +

27 მარტი. 2022. 19:04

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელით უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს.

 

„რჩევა უკრაინის ხელისუფლებას:

 

მეორე ფრონტის გახსნა თუ გინდათ, გადაკეტეთ გაზსადენი უკრაინის ტერიტორიაზე! ანდა ააფეთქეთ!

 

აი, მაშინ აუცილებლად გაიხსნება მეორე ფრონტი!

 

მესამე მსოფლიო ომის ცხელი ფაზა კი მაინც არ დაიწყება!

 

იცით, რატომ?

 

იმიტომ, რომ ევროპა მეორე ფრონტს რუსეთს კი არა, თქვენ გაგიხსნით და იქვე ჩაგაქვესკნელებთ!

 

და ზუსტად ერთ დღეში დამთავრდება საომარი მოქმედებები უკრაინაში!

 

დიახ, ასეთია დიდი პოლიტიკა: ევროპას არ უნდა შესცივდეს!

 

ჰოდა, თუკი ევროპას არ უნდა შესცივდეს, საქართველოს რატომ უნდა დასცხეს?!

 

რაკი საქართველოს თანადგომის მასშტაბს ვერ აცნობიერებთ, რაკი მაინც უმადურები ხართ, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა (ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით), უკეთეს რჩევას არც იმსახურებთ!

 

აბა, ჰე და, აბა, ჰო!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner