logo_geo
eng_logo
ჯავიდ ოსმანოვი: სოფელი ფარუხი აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშაა
- +

27 მარტი. 2022. 19:06

 

 

„პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის არმია ამჟამად აძლიერებს პოზიციებს, ამრიგად, სოფელი ფარუხიც, ჩვენი ერთ-ერთი ისტორიული მიწა, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პარტიის გამგეობის წევრმა ჯავიდ ოსმანოვმა განაცხადა.

 

„სამამულო ომში, უზენაესი მთავარსარდლის, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, ჩვენმა მამაცმა არმიამ მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, გაათავისუფლა ჩვენი ოკუპირებული მიწები 30 წლით და უზრუნველყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგებულია ჩვენი ტერიტორიების ნაწილში, ჩვენს ისტორიულ მიწებზე“, - განაცხადა ჯავიდ ოსმანოვმა.

 

მისი თქმით, ხოჯალის რაიონის სოფელ ფარუხის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადაცემა მორიგი ისტორიული გამარჯვებაა.

 

„ეს მიწები აზერბაიჯანის უძველესი ტერიტორიებია და ყველა ეს მიწები კვლავაც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იქნება. წარმატებული დიპლომატიური და პოლიტიკური საშუალებებით სოფელი ფარუხი უკვე აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა“, - აღნიშნავს ოსმანოვი.

 

26 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ჯარები რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. რუსეთმა ასევე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, ფარუხის დასახლებაში განთავსებულ დანაყოფებს ოთხჯერ გაუხსნეს ცეცხლი  „ბაირაქტარების“ დრონებით.

 

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 24 მარტს მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხში თავდაცვის არმიის ბაზას დაესხა თავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner