logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: უდავოა, რომ სააკაშვილისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესები ამ ქვეყანაში ერთმანეთს ემთხვევა
- +

27 მარტი. 2022. 23:14

 

 

,,პატიმარი სააკაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თუ გავყვებით და ლოგიკურად შევაფასებთ, რა თქმა უნდა, უდავოა ის, რომ მისი და რუსეთის ფედერაციის ინტერესები ამ ქვეყანაში ერთმანეთს ემთხვევა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა „იმედის კვირა“-ში განაცხადა.

 

ყველაზე მეტად ვის აწყობდა დღეს საქართველოში ნეიტრალიტეტზე საუბარი, რა ტქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურებს. სასინჯი ქვა არის ნატყორცნი სააკაშვილის მიერ, შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურების ხელით იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ზონდირება მოხდეს. აბა როგორ ფიქრობს ხალხი? პოპულარულია ეს თემა საზოგადოებაში? მგონი ყველამ ნახა, რომ რბილად რომ ვთქვათ, არაპოპულარულია ეს თემა, მაგრამ ხომ იყო გამოშვებული ეს თემა სასინჯად“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner