„რუსეთ-თირქეთის თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს ბევრი რეგიონული პრობლემის მოგვარებაში", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში ხვდებიან.