logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნების პოზიციის გადასახედიდან, მეორე ფრონტის გახსნა დაუშვებელია და ის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს შეესაბამება
- +

28 მარტი. 2022. 10:43

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას „ქრონიკასთან“ საუბრის დროს გამოეხმაურა.

 

„ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნების პოზიციის გადასახედიდან, მეორე ფრონტის გახსნა დაუშვებელია და ის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები არიან უკრაინის მთავრობის მრჩევლები ამ კრიტიკულ მომენტში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან მომდინარეობს“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა: „სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა. დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner