logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: საკონსტიტუციოში დავების წარმოებაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, საუბარია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციათა გამიჯვნაზე, როგორც ეს დეტალურად წერია საქართველოს კონსტიტუციაში
- +

28 მარტი. 2022. 10:44

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას, განმარტა, რას ისახავს მიზნად საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით შემუშავებული ცვლილებები.

 

„ამ შემთხვევაში, საუბარია საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის კომპეტენციათა გამიჯვნასთან დაკავშირებით, რათა, როგორც ეს დეტალურად წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე, გადმოვიდეს, კონსტიტუციის ქვემდებარე ნორმატიულ აქტში, ამ შემთხვევაში - საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში. მხოლოდ ამ ხარვეზების გამოსწორებაზეა საუბარი“, - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

 

საკანონმდებლო ინიციატივაში ოპოზიცია პრეზიდენტის დასჯის სურვილს ხედავს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს განუმარტავს, რომ საქმე კანონს ეხება და არა პირად დავას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner