logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით შემუშავებული ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დღეიდან იწყება
- +

28 მარტი. 2022. 10:51

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დღეიდან იწყება. დეპუტატები პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

 

დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საფუძველი ნორმა საჩივრდება და არა - კონკრეტული ქმედება. კანონპროექტის ინიციატორების ცნობით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების გამიჯვნა ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე სწორედ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

 

საკანონმდებლო ინიციატივაში ოპოზიცია პრეზიდენტის დასჯის სურვილს ხედავს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს განუმარტავს, რომ საქმე კანონს ეხება და არა პირად დავას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner