აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უარყო, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლას ითხოვდა. 26 მარტს, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.
ჟურნალისტების კითხვაზე, სურს თუ არა პუტინის გადაყენება და მოუწოდა თუ არა რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა“.
27 მარტს, თეთრმა სახლმა ვარშავაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს.
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას“, - განაცხადეს თეთრ სახლში.