logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობამ“ დაკარგა სასამართლო სისტემაზე კონტროლი და პოლიტიკურ აგონიაშია
- +

9 აგვისტო. 2016. 15:50


„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში, პრეცედენტი, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაკტიკულად არ არსებობს.

 

 

მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს, სამი მოსამართლის უკანასკნელ განცხადებას. უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგი პაპუაშვილისგან, პასუხს იმ კითხვებზე რა კითხვებიც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი გასცა სამმა მოსამართლემ, მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილი ქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომ მოსამართლეები საწრაფად გაცნობოდნენ საქმეს, ამაზე ალბათ კომენტარიც ზედმეტია და დამეთანხმებით რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია.

 

 

ჩვენს მიერ მოძიებული იქნა პრეცედენტები ევროპის და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაკტიკულად არ არსებობს. ყველაფერი ეს, უპასუხობა ამ კითხვებზე, ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე რომ ნაცმოძრაობამ" დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა როგორც ჩანს საკონცტიტუციო გადატრიალება თუ რეოლუცია და ბოლოდროინდელი განცხადებები დაპოზიციები მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და აქედან გამომდინარე, ყველაზე მწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას აინტერესებს პასუხი და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება", - აცხადებს მდინარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner