„გაზის ფასები ევროპაში მკვეთრად გაზრდილია. ასეთი რამ არ იყო 2-3 კვირის წინ. 3900 დოლარს მიაღწია 1000 კუბური მეტრი გაზის ფასმა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოში ბუნებრივი აირი ყველაზე იაფი ღირს.
„ის კონტრაქტები, რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, არის ძალიან მიზერული, მე ვიტყოდი ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, მეორე თუ მესამე ადგილზე ვართ, გაზის ფასების მიხედვით. ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, გაზი საქართველოში ყველაზე იაფი ღირს. ამიტომ მე ვთხოვ ყველას, რომ ამ სტრესულ ვითარებაში მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში“, - აღნიშნა პრემიერმა.