logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის
- +

28 მარტი. 2022. 13:54

 

 

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთი წლის იუბილეს ეხმაურება. შესაბამისი გაცხადება პარლამენტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

 

„დღეს აღვნიშნავთ ევროკავშირთან/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის ხუთი წლის იუბილეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს მუდმივად მზარდი პარტნიორობის შედეგად. საქართველოს პასპორტს დიდი ღირებულება აქვს, 119 სახელმწიფოში ის 30-ე ადგილზეა გლობალურ რეიტინგში ვიზის გარეშე ჩასვლისას“, - წერს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner