logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ეს ინფლაცია ომმა, აქედან გამომდინარე დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია
- +

28 მარტი. 2022. 13:56

 

 

„ეს ინფლაცია ომმა, აქედან გამომდინარე დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია“,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ინფლაცია მთავარ გამოწვევად რჩება და ამ საკითზე ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს.

 

„ზოგადად, ინფლაციური წნეხი ყველაზე დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. გვესმის, რომ ეს ინფლაცია მიწოდების შეფერხებიდან გამომდინარეობს. ეს არის ინფლაცია, რომელიც ომიდან მომდინარეობს, მსგავსი შინაარსისაა, როგორიც იყო პანდემიის დროს, როდესაც მიწოდების ჯაჭვების წყვეტას ჰქონდა ადგილი. იგივე გამოიწვია ომმაც და აქედან მომდინარე დაწესებულმა შესაბამისმა სანქციებმაც და დეფიციტმაც. ძირითადად მაინც დეფიციტმა განაპირობა ინფლაციის ზრდა. ყველა ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ინფლაციაა. პრემიერმა ისაუბრა რეკორდულ მაჩვენებლებზე იმ ქვეყნებშიც კი, სადაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ ეს გამოწვევა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მთავარ საზრუნავად რჩება. ამაზე ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან და მათი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ ეს ინფლაციური წნეხი შევამციროთ. ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ზრდა არ უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner