„როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, ამაზე, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება. ამას ემსახურება სწორედ ის სარჩელი, რომელიც წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ეს შეიძლება დაარქვა ისეთ რამეს, რომელიც ითვალისწინებს ვინმეს დასჯას, სანქციის შეფარდებას და ა.შ. ამ შემთხვევაში არავითარი დასჯა არ მოხდება, ერთადერთი რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაბამისად, აქ ანგარიშსწორებაზე საუბარი არის ზედმეტი და ეს არის სპეკულაცია რასაც მიმართავენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა კობახიძემ.