logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 5 წლის წინ მიღებული უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო
- +

28 მარტი. 2022. 14:30

 

 

ეროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური წერს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც 5 წლის წინ მიიღო საქართველომ, ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

 

„დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხუთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს იყო ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი ეფექტურად განხორციელდეს, რაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner