logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მოქალაქეების ლანძღვა დაიწყო, საკუთარი უნიათობის გადასაფარად. ბელადიც ასეთი არ ჰყავთ? ყველას აბრალებს საკუთარ იდიოტიზმს
- +

28 მარტი. 2022. 15:33

 

 

„სააკაშვილი რეგიონული დონის ნაძირალაა და ხაბეიშვილი ლოკალური, უბნის შარაგზის.  ეგზისტენციალური კრიზისი სხვა კი არაფერია?“ - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ მომხრეებს შეურაცხყოფას აყენებს და რუსად მოიხსენიებს.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, საინტერესოა, ხაბეიშვილმა თავის ლიდერ ნაყოფიას თუ დაახევინა რუსული პასპორტი.

 

„Error...Error...მოკლე ჩართვა... ხომ იცით, უხარისხო „ტავარს“ არ უნდა ენდოთ? აბა, ეს „ჩინური წარმოების“ მიშა რას დაემსგავსა? თავის ლიდერ ნაყოფიას თუ დაახევინა რუსული პასპორტი? თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პატრიოტიზმი ნაძირლების თავშესაფარი - მოქალაქეების ლანძღვა დაიწყო, საკუთარი უნიათობის გადასაფარად...ბელადიც ასეთი არ ჰყავთ? ყველას აბრალებს საკუთარ იდიოტიზმს. უბრალოდ ამ ორ შორის განსხვავება მასშტაბებშია: სააკაშვილი რეგიონული დონის ნაძირალაა და ხაბეიშვილი ლოკალური, უბნის შარაგზის.. ეგზისტენციალური კრიზისი სხვა კი არაფერია?“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner