ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს სასამართლო კი არა, ბარნაბა ეძგვერაძის დუქანია!
როცა მსჯავრდებული სააკაშვილი სასამართლო დარბაზში აკეთებს არა უბრალოდ პოლიტიკურ განცხადებას, არამედ ახმიანებს პირდაპირ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამაზე მოსამართლეებს არა აქვთ არავითარი ქმედითი რეაქცია, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს:
საქართველოს სასამართლო კვლავ სააკაშვილის რეჟიმის მონების ხელშია.
მურუსიძე-ჩინჩალაძის „გემოვნებით“ ხელდასხმული მოსამართლეებისათვის სააკაშვილი მსჯავრდებული კრიმინალი კი არა, ისევ ბელადი და მამა-მარჩენალია.
ეს მოსამართლეები ბოლოს სააკაშვილს გაამართლებენ კიდეც“, - წერს ჯაბა ხუბუა.