logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ბოკერია და მისი პარტია ყოველთვის ცდილობს, დესტრუქცია გაასაღოს ქვეყნის საჭიროებად
- +

28 მარტი. 2022. 18:07

 

 

„ბოკერია და მისი პარტია ყოველთვის ცდილობს, დესტრუქცია გაასაღოს ქვეყნის საჭიროებად და ისეთი პარალელი გაავლოს, სადაც შეცდომა და ხალხის მოტყუება იქნება ამოსავალი წერტილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

„ბოკერია და მისი პარტია ყოველთვის ცდილობს, დესტრუქცია გაასაღოს ქვეყნის საჭიროებად და ცდილობს, ისეთი პარალელი გაავლოს, სადაც შეცდომა და ხალხის მოტყუება იქნება ამოსავალი წერტილი. ცხადია, რომ მას იანუკოვიჩთან პარალელის გავლება შეუძლია, მაგრამ გაავლოს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რომელიც პარალელების და მსგავსების ძალიან ფართო სპექტრს იძლევა. მისი სურვილები, რომ ამბოხის, დესტრუქციის, რევოლუციების, რაღაც კონსტრუქციისა და კანონის დარღვევით თვითონ, „ნაციონალური მოძრაობა“ ან მსგავსი ელემენტები როდესმე დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ფიასკოსთვისაა განწირული“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

გიგა ბოკერიამ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გზა ვიქტორ იანუკოვიჩამდე მიდის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner