პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე PrimeTimeNews-ის პრესკლუბში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ დაინახავს, რომ არჩევნებზე ვითარება მის სასარგებლოდ წარიმართება. თუმცა, არეშიძის თქმით, ამის შანსი ნაკლებად არის.
„ბუნებრივია, არჩევნები ახლოვდება და ეს ვიდეო მიმართვაც სწორედ ამიტომ გავრცელდა. მისი ვიდეო მიმართვა მესმის, როგორც „ნაცმოძროაბის" ლიდერის, მაგრამ არანაირად არ მესმის, როგორც უკრაინის მოქალაქის. თვითონ ამბობს ხოლმე, რომ კანონი უზენაესია, თუმცა ამ შემთხვევაში თავადვე არღვევს კანონს. სააკაშვილი თუ დაინახავს, რომ არჩევნებზე საქმე მის სასარგებლოდ მიდის, ჩამოვა. თუმცა რაღაც არა მგონია, რომ ეს ასე მოხდეს და ეს სააკაშვილმაც კარგად იცის", - განაცხადა არეშიძემ.