logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური გუნდი მობილიზებულია, რათა ყველა შესაძლებლობა ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს გამოყენებული
- +

28 მარტი. 2022. 18:20

 

 

„ეკონომიკური გუნდი არის მობილიზებული, რათა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ პერიოდში ჩნდება, ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს გამოყენებული“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

„რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი გამოწვევაა. ძალიან ბევრი არაპროგნოზირებადი მომენტი არსებობს. შესაბამისად, შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს. ვხედავთ, რომ ძალიან ცვალებადი დინამიკა გვაქვს. შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტებიც სხვადასხვაგვარი იქნება, თუმცა ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და ასეც არის. ეკონომიკური გუნდი არის მობილიზებული, რათა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ პერიოდში ჩნდება, ქვეყნის საკეთილდღეოდ იყოს გამოყენებული. ამიტომ, ყველა ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. ამაზე ვმუშაობთ და დღევანდელი შეფასებით, მიუხედავად ამ პრობლემებისა, ჩვენ მაინც ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს უნდა ველოდოთ. ხედავთ კურსის სტაბილიზაციას და იმედი გვაქვს, რომ ფასები საწვავთან დაკავშირებით სტაბილური გახდება. ამ შემთხვევაში რჩება ინფლაციური წნეხის გამოწვევა, თუმცა ამ კუთხითაც ეროვნულ ბანკთან ერთად გვექნება საპასუხო ზომები. ჩვენ სიტუაციის სტაბილურობა უნდა მოვახერხოთ იმგვარად, რომ ქვეყანამ ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner