logo_geo
eng_logo
Reuters: სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად კომპრომისზე წასასვლელად მზად არ არის
- +

28 მარტი. 2022. 19:48

 

 

როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად კომპრომისზე წასასვლელად მზად არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა.

„ყველაფერი, რაც მე ვნახე, არის ის, რომ მას არ სურს კომპრომისზე წასვლა ამ ეტაპზე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ოფიციალური ანკარა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტით დასრულდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მას შემდეგ უნდა შედგეს, რაც მოლაპარაკებებზე მხარეები მთავარ საკითხებზე შეთანხმებას მიუახლოვდებიან.

სერბეთის მედიასაშუალებებთან საუბრისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის კონფლიქტის შესახებ აზრების გაცვლის მიზნით ნებისმიერი შეხვედრა ახლა კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner