logo_geo
eng_logo
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
- +

28 მარტი. 2022. 20:28

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამის კოორდინატორმა ნათია კვიციანმა პრეზენტაცია წარუდგინა, თემაზე მიგრაცია და თანამედროვე მიგრაციული პროცესების გავლენა ქვეყნის განვითარებაზე - მუნიციპალურ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეებზე. მიგრაციული კვლევები და დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა-განხორციელების ხელშეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნათია კვიციანმა პროექტის ფარგლებში მიგრაციული პროცესების გავლენასა და დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის და განხორციელების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დიასპორასთან კომუნიკაცია, მათი ინტერესებისა და საჭიროებების კვლევა დიასპორასთან თანამშრომლობის გზებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების, ამასთან საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და საინვესტიციო პერსპექტივებთან მიმართებაში დიასპორის დამოკიდებულების, აღქმისა და პრიორიტეტების უკეთ გააზრების მიზნით, დაიწყო ქართულ დიასპორასთან კომუნიკაცია და აღნიშნულ საკითხთა მცირე კვლევა. კვლევაში მონაწილეობა დიასპორის 215 წარმომადგენელმა მიიღო. კვლევის მონაწილეთა 59% გამოხატა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის ინტერესი.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა დიასპორული პროფილების მონაცემთა ბაზა.

მაღალ-პროფილური ქართული დიასპორის იდენტიფიცირების მიზნით სკანირებულ იქნა ბიზნესზე, მეცნიერებასა და ინოვაციაზე ფოკუსირებული მსხვილი სამეცნიერო-კვლევითი და ბიზნესის მონაცემთა 5 პორტალი, მოპოვებული იქნა ათასობით ინდივიდუალური ჩანაწერი, და მონაცემის ფილტრაციისა და გასუფთავების შედეგად, შემუშავდა 2 640 ინდივიდუალური პროფილი.

ნათია კვიციანის ინფორმაციით, იყო 300-მდე გამოხმაურება, რომლებმაც კონკრეტულ შეთავაზებაზე, ორგანიზაციასა თუ სექტორზე, გამოხატეს ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების და მეცნიერების, ასევე საფინანსო, მომსახურებისა და საკონსულტაციო სექტორის სფეროებში.

მომხსენებელმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის დაწყება-განვითარების, საინვესტიციო და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის არსებული შესაძლებლობების გაცნობის გზით დიასპორასა და საქართველოს ხელისუფლებას, ასევე კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის წახალისება, ბიზნეს კავშირების განვითარება, ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებში დიასპორის ჩართულობის სტიმულირებისთვის მოწყობილ დიასპორის ფორუმებზე გახორციელებულ რიგ აქტივობებზე, რომელთა მიზანს წარმოადგენდა დიასპორა-ადგილობრივ ბიზნესებს შორის (B2B) კონტაქტებისა და თანამშრომლობის სტიმულირება, ასევე მაღალკვალიფიცირებული თუ ბიზნესში ჩართული დიასპორის საქართველოსთან დაახლოება, მათი ცოდნა-გამოცდილების, საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების, ბიზნეს კონტაქტების დამყარების, ახალ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

მისივე განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებულ ინტერესებთან ერთად, დიასპორამ ასევე გამოთქვა სურვილი გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner