კიევის ოლქის ქალაქ ირპინის მერმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ქალაქი რუსული ძალებისგან გაათავისუფლეს.
„ირპინი წუხელ გაათავისუფლეს. ახლა ჩვენ უნდა გავწმინდოთ ქალაქი მთლიანად. არიან დაჭრილი რუსი ჯარისკაცები. ისინი ჩაბარებას გტავაზობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდებიან. ირპინი თავდასხმის პლაცდარმია. ჩვენ შემდეგ გავათავისუფლებთ ბუჩას, ვორზელსა და ჰოსტომელს“, - განაცხადა ირპინის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ირპინის განმათავისუფლებლებს, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს, ასევე ეროვნული პოლიციის ქვედანაყოფებს.