logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: სააკაშვილს ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, ადვოკატები და თავად ბრალდებული მიგვითითებენ, რომ ის უდანაშაულოა და დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს
- +

28 მარტი. 2022. 20:43

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდება სააკაშვილს ძალადობის ორგანიზებას ედავება, ადვოკატები და თავად ბრალდებული ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა და დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს.

მისი თქმით, სააკაშვილი დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს.

„მიხეილ სააკაშვილის ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას 7 ნოემბერს, მათ შორის მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ, ადვოკატები და თავად ბრალდებული მიგვითითებენ, რომ იგი უდანაშაულოა და იმ ფონზე, როდესაც თავად დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს, განცხადებებს. ამიტომ არც ერთი მათი სიტყვა არ არის გასაზიარებელი. ნაცვლად იმისა, რომ მოესმინა მოწმეებისთვის, ვინც დარბევის ღონისძიებაში მონაწილეობდა, მან კვლავ თავი აარიდა და პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner