უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) 620 თანამშრომლის პირადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპაში დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართულნი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აღბიშნავენ, რომ გამოქვეყნებულ სიაში მოცემული პირები „ფსბ“-ს თანამშრომლები არიან.
„რუსეთის „ფსბ“-ს თანამშრომლები ჩართულნი არიან აგრესორი სახელმწიფოს დანაშაულებრივ საქმიანობაში ევროპაში“, - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა დამატებითი დეტალები მოყვანილი არ არის.