logo_geo
eng_logo
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ „ფსბ“-ს 620 თანამშრომლის პირადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპაში დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართულნი
- +

28 მარტი. 2022. 21:12

 

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) 620 თანამშრომლის პირადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპაში დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართულნი.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აღბიშნავენ, რომ გამოქვეყნებულ სიაში მოცემული პირები „ფსბ“-ს თანამშრომლები არიან.

„რუსეთის „ფსბ“-ს თანამშრომლები ჩართულნი არიან აგრესორი სახელმწიფოს დანაშაულებრივ საქმიანობაში ევროპაში“, - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა დამატებითი დეტალები მოყვანილი არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner