საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს.
„ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს დაცული, საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა არის კანონდარღვევა და მოვითხოვ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, რომ ამაზე იყოს მკაცრი რეაგირება და ვიღაც-ვიღაცეები შეეშვან ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ცხოვრებაში ხელების ფათურს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.