logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი აბრამოვიჩისა და უკრაინელი მომლაპარაკებლების სავარაუდო მოწამვლაზე: საინფორმაციო ველში ახლა ბევრი სპეკულაცია, შეთქმულების სხვადასხვა თეორია და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტებია
- +

28 მარტი. 2022. 23:15

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მარტის დასაწყისში რომან აბრამოვიჩსა და უკრაინელ სამშვიდობო მომლაპარაკებლებს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდათ.

„მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საინფორმაციო ველში ახლა ბევრი სპეკულაცია, შეთქმულების სხვადასხვა თეორია და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტებია.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩსა და უკრაინული დელეგაციის ორ წევრს, რომლებიც ერთმანეთს კიევში, მარტის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner