logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი პუტინზე - არ მაინტერესებს რას ფიქრობს
- +

29 მარტი. 2022. 00:42

 

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს რას ფიქრობს ვლადიმერ პუტინი მის კომენტარზე, რომლის თანახმადაც, ის არ უნდა იყოს რუსეთში ხელისუფლებაში.

„არ მაინტერესებს რას ფიქრობს. ის მაინც გააკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, იყო თუ არა ის შეშფოთებული, როდესაც გაიგო, რომ პუტინმა მისი სიტყვები ესკალაციად მიიჩნია.

აშშ-ის ლიდერის თქმით, ვლადიმირ პუტინი „არ არის რაციონალური“.

”მისი ბოლოდროინდელი ქცევის გათვალისწინებით, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის აპირებს გააკეთოს ის, რასაც ფიქრობს, წერტილი. მასზე სხვა არავინ იმოქმედებს, მათ შორის, სამწუხაროდ, ვერც მისი მრჩევლებიც. ვფიქრობ, უბრალოდ არ არის რაციონალური“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner