logo_geo
eng_logo
ბაიდენის განცხადებით, მისი კომენტარი, რომ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება მორალური აღშფოთების გამოხატულება და არა რეჟიმის შეცვლისკენ მოწოდება იყო
- +

29 მარტი. 2022. 01:07

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი კომენტარი, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება მორალური აღშფოთების გამოხატულება და არა რეჟიმის შეცვლისკენ მოწოდება იყო.

„უკან არ ვიხევ. საქმე ის არის, რომ მე გამოვხატე მორალურ აღშფოთება, რასაც განვიცდი პუტინის ქცევისა და ამ ადამიანის ქმედებების მიმართ. თუმცა, მინდა ნათლად განვაცხადო: არც მაშინ და არც ახლა არ ვაპირებ პოლიტიკის ცვლილებას. მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც ვგრძნობ და ამის გამო ბოდიშს არ ვიხდი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ მისი მიმართვა პუტინისადმი დიპლომატიას გაართულებს.

„ის, რაც არსებულ ვითარებას ართულებს, პუტინის ქცევაა და უკრაინაში ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება“, - განაცხადა მან.

26 მარტს, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

27 მარტს, თეთრმა სახლმა ვარშავაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს.

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner