logo_geo
eng_logo
მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვი 5 000-ს აღწევს
- +

29 მარტი. 2022. 02:06

 

 

ალაქის მერის მონაცემებით, ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქ მარიუპოლის სულ მცირე, 5000 მცხოვრები, მათ შორის, 210 ბავშვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.­

,,ინტერფაქსის" ინფორმაციით, მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ კვირის მდგომარეობით, მარიუპოლში, 170 000 მცხოვრები დარჩა.

როგორც BBC იუწყება, მონაცემების მიხედვით, ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების 90% დაზიანებულია, ხოლო მათგან 40%-ზე მეტი განადგურებულია. 7 საავადმყოფოა დაზიანებული, მათგან 3 - მთლიანად დანგრეული. რაც შეეხება სკოლებს, 57 სკოლა დაზიანდა, მათგან 23 კი - დაინგრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner