logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
- +

29 მარტი. 2022. 11:34

 

 

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ეწვევა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

 

„შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

 

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner