საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი საქართველოში შემოპარვა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა დესტრუქციისა და აჯანყებისკენ იყო მიმართული.
„სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი საქართველოში შემოპარვისა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა მიმართული იყო დესტრუქციისა და აჯანყებისკენ. ასევე, მიმართულია იქით, რომ რამენაირად ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენები საქართველოში გადმოისროლონ. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყოვლად მიუღებელია ეს და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.