logo_geo
eng_logo
დღეს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება
- +

29 მარტი. 2022. 11:38

 

 

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დღეს თურქეთი უმასპინძლებს, დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდებიან.

 

როგორც „Financial Times“ წყაროებზე დაყრდნობთ წერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ მოითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“.

 

გამოცემის ცნობით, დოკუმენტის პროექტში აღარ იქნება პუნქტი დემილიტარიზაციისა და რუსული ენის სტატუსის შესახებაც, ძალაში რჩება უკრაინის მიერ ნატოს წევრობისკენ სწრაფვაზე უარის თქმა, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის სანაცვლოდ.

 

უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე უკრაინელი და რუსი დიპლომატები თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდებიან. შეხვედრამდე, მოლაპარაკების მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მორიგი რაუნდი შედეგიანი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner